"ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების გამო, დაგეგმვა არაადეკვატურია", - ამის შესახებ Sberbank-ის აქციონერთა ყოველწლიურ კრებაზე ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ჰერმან გრეფმა განაცხადა.
მან ასევე ისაუბრა, იმ მეთოდებზე, რითაც გლობალურად არსებული გამოწვევების ფონზე დეპრესიისა და შფოთვის თავიდან აცილებაა შესაძლებელი. მან საზოგადოებას ურჩია, "დატკბნენ დღევანდელი დღით" და მომავლის დაგეგმვისგან დროებით თავი შეიკავონ.
გრეფის განმარტებით, ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების გამო მომავლის დაგეგმვა უკვე არაადეკვატურია და იმის ალბათობა, რომ მათი პროგნოზები გამართლდეს, თითქმის ნულამდეა შემცირებული.
ბანკის ხელმძღვანელმა ანალიტიკოსებს მოუწოდა, სამომავლო სცენარების სიღრმისეული შემუშავებისაგან თავის შეიკავონ.
მისი თქმით, ბოლო წლებში მოვლენები ხშირად სრულიად განსხვავებულად ვითარდება. "ადამიანებს აქვთ მოლოდინი, რომ ჩვენ გარშემო მოვლენების განსაზღვრას ისე მარტივად შეძლებენ, როგორც ჩვენ ვასხვავებთ შავსა და თეთრს, თუმცა რეალობა გაცილებით მრავალფეროვანია" - განაცხადა გრეფმა.




























