მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტექნოლოგიურ კომპანიად უნდა ჩამოვყალიბდეთ“ – „სილქ ბანკი“

6447fe987c03d
თინათინ ნატმელაძე
27.04.23 00:30
1464
„სილქ ბანკის“ დამფუძნებელმა ალექსი ხოროშვილმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში ბანკის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი მათი მთავარი მიზანი ტექნოლოგიურ კომპანიად გადაქცევა და მომხმარებლებისთვის რაც შეიძლება მეტი ციფრული სერვისის შეთავაზებაა.

„ჩვენ, პირველ რიგში, უნდა ჩამოვყალიბდეთ ტექნოლოგიურ კომპანიად. „სილქ ტექნოლოჯი“ არის ჩვენი ტექნოლოგიური მხარე, სადაც უკვე 50-მდე თანამშრომელია დასაქმებული, ეს არის ცალკე კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ტექნოლოგიურ საკითხებს, ამ კომპანიაში დეველოპერები 12 ქვეყნიდან არიან დასაქმებულები.

უკვე წელიწადია, რაც ტექნოლოგიურ საკითხებზე „სილქ როუდ ჯგუფთან“ ერთად ვმუშაობთ. რეალურად ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ უნდა შევქმნათ სამყარო, სადაც მომხმარებელი შემოვა და თავის ოპტიმალურ პრეფერენციებს მიიღებს, ამ ყველაფერი ახლა „სილქ ბანკში“ იღებს“, - განაცხადა ალექსი ხოროშვილმა.

მისივე თქმით, მათთვის მომდევნო 3-5 წლის გეგმა ყოველთვიური მომხმარებლების რაოდენობის 300 000-მდე გაზრდაა, რისთვისაც პირველ ეტაპზე მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მათი პრობლემების შესწავლა და კონკრეტული მექანიზმების შემუშავება იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები