მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ტექნოლოგიურ კომპანიებს საშუალო და დამწყები პროფესიონალები აღარ სჭირდებათ, მათ საქმეს AI აკეთებს” - მედეა ტაბატაძე

AI

შრომის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე პროფესიებზე მოთხოვნა ძალიან სწრაფად იცვლება. პროფესიები, რომელიც წლების წინ მოთხოვნადი იყო AI ანაცვლებს. საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი მედეა ტაბატაძე ამბობს, რომ უკვე შემცირებულია დამწყებ პოზიციებზე კომპანიების მხრიდან სპეციალისტების დაქირავება, რადგან ხელოვნური ინტელექტის საშუალებით არსებული კადრები საქმეს ბევრად სწრაფად აკეთებენ. შესაბამისად, ისინი ითავსებენ პოტენციური ახალი კადრების საქმესაც.

“რამდენიმე ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიასთან, არაფორმალურ საუბარში, აღნიშნეს, რომ საშუალო და დამწყები პროფესიონალები აღარ უნდათ. მაგ საქმეს აკეთებს ხელოვნური ინტელექტი. პროფესიებზე მოთხოვნა იქნება, ოღონდ ძალიან მაღალკვალიფიკაციაზე არის უკვე მოთხოვნა და ამაზე სულ არის საუბარი. მაგალითად, სტაჟიორები, დამწყები სპეციალისტები დასჭირდება კიდევ თუ არა ბიზნესს? აღარ დასჭირდება ძალიან მალე.

დამწყებ პოზიციებზე შემცირებული არის კომპანიების მხრიდან სპეციალისტების დაქირავება და გეტყვით რატომ. თითქმის ყველა დამწყები სპეციალისტი იყენებს უკვე, ხელოვნური ინტელექტს. სამუშაოების შესრულების სისწრაფე გაზრდილია და როდესაც მენეჯერები ხედავენ რომ ერთი თანამშრომელი სწრაფად აკეთებს რაღაცას, ცხადია, უფრო მეტს დაავალებს და ვაკანსიის გამოცხადება არ დასჭირდება. რომ შევაჯამოთ, პროფესიებზე მოთხოვნები დარჩება, ხარისხზე და რაოდენობაზე შეიცვლება მოთხოვნა.”- ამბობს მედეა ტაბატაძე BMGtv-სთან.

ტაბატაძის თქმით, კვლავ ნარჩუნდება მოთხოვნა ტექნოლოგიურ სფეროში, თუმცა კონკრეტული მიმართულებზე. ტაბატაძე მოთხოვნად პროფესიებში გამოყოფს კიბერუსაფრთხოებას და AI ტრენერის პოზიციას.

უფრო მეტად მაღალი დონის სპეციალისტები და პროფესიონალები დასჭირდებათ ტექნოლოგიებში, მონაცემების ინჟინერია და მონაცემების ანალიზის მიმართულებით. დასჭირდებათ უფრო მეტი პითონის მიმართულებით. ბევრი საუბრობს, რომ ახალი ტიპის მენეჯერები და ლიდერები სჭირდება თანამედროვე ტექნოლოგიურ ბიზნესს და რაც მთავარია, ძალიან გაიზარდა და იზრდება მოთხოვნა კიბერუსაფრთხოებაზე.

ამას გარდა, იცვლება და გაიზრდება მოთხოვნა სამედიცინო სფეროზეც, იმიტომ რომ აქ ჩნდება უკვე ასეთი სპეციალისტები, როგორიცაა, მაგალითად, კვების, ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებით, ეს უკვე სპეციალობებად ფორმირდება. იზრდება და ფორმირდება ახალი პროფესიებიც, სხვათა შორის, თუნდაც იგივე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ჩნდება, მაგალითად, AI ტრენერის პოზიცია, რომელიც არ ნიშნავს ადამიანს, რომელიც მასწავლის AI-სთან მუშაობას. AI ტრენერი არის კადრი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ამეცადინებს, რომ უფრო სწორი და სანდო ინფორმაცია მოგვცეს, დაიხვეწოს.”-აცხადებს მედეა ტაბატაძე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები