მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტექნოლოგიური რევოლუცია: Apple-მა M2 PRO და M2 MA ჩიპებზე მომუშავე MacBook წარადგინა

63da4a722ab58
BM.GE
03.02.23 09:30
1903
17 იანვარს Apple-მა ახალი, თოთხმეტ და თექვსმეტინჩიანი MacBook Pro და Mac mini წარადგინა. გარეგნულად ნოუთბუქები წინა თაობისგან
მცირედით განსხვავდება, მთავარი განსხვავება მის შესაძლებლობებშია.

კერძოდ, აქცენტი გაკეთებულია ახალ ჩიპებზე — M2 PRO და M2 MAX, რომლებიც Intel-ის ბაზაზე მომუშავე MacBook Pro-თან შედარებით 6-ჯერ
ძლიერია. ნოუთბუქების წინასწარ შეკვეთა Apple-ის ოფიციალური რესელერებისგან 27 იანვრიდან იქნება შესაძლებელი.

MacBook Pro-ს დიზაინი კვლავაც დახვეწილია, აქვს მონოლითური ალუმინის კორპუსი, ეკრანის გარშემო მინიატიურული ჩარჩო და 1080p რეზოლუციის მქონე HD კამერისთვის.

ნოუთბუქების ეკრანის ზომა 14 და 16 ინჩია და აღჭურვილია Liquid Retina XDR-ის დისპლეით. ეკრანს აქვს ფერთა ფართო გამა და მილიარდზე მეტი ფერის მხარდაჭერა; ასევე, საუკეთესო დეტალიზაცია და მაქსიმალურად ღრმა ფერები. ნოუთბუქს შემდეგი ტიპის პორტები აქვს: Thunderbolt 4(3x), SDXC ბარათის ჩასადები და MagSafe 3-ის სატენი. ახალ მოდელებში შენარჩუნებულია ექვსივე დინამიკი და სტუდიური ხარისხის მიკროფონები.

პროფესიონალური სერიის მთავარი სიახლეები

ახალი თაობის MacBook Pro მომხმარებელს გაუმჯობესებულ ქმედითუნარიანობას, კვების წყაროს გარეშე გაზრდილი დროის განმავლობაში მუშაობისა და საერთო პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობას სთავაზობს. ტექნიკური პარამეტრები შეუფერხებელი კოდირების, რენდირების, მუსიკის შექმნის, ვიდეო მონტაჟისა და ფოტოების დამუშავების შესაძლებლობას იძლევა.

განახლებულ მოდელში აღსანიშნია თორმეტბირთვიანი პროცესორი Core i9 და ცხრამეტბირთვიანი გრაფიკული პროცესორი. ეს გულისხმობს, რომ
მომხმარებელი მიიღებს როგორც უფრო მაღალ სიჩქარეს ყველაზე რთული სამუშაოს შესრულებისას, ასევე, გაზრდილ ქმედითუნარიანობას გრაფიკული რედაქტირების, ვიდეორედაქტირებისა და, რა თქმა უნდა, თამაშის დროს.

მაქსიმალური კომპლექტაციისას ნოუთბუქს აქვს 400 გბ/წმ სიჩქარით მომუშავე 96 გიგაბაიტამდე ოპერატიული და 8 ტერაბაიტის მყარი დისკის მეხსიერება. ეს საკმარისია რამდენიმე რთული პროექტის პარალელურად გასაშვებად. ასევე, ამ ხაზის ყველა ნოუთბუქს აქვს სამოცჰერციანი 8K მონიტორის მხარდაჭერა.



ნოუთბუქები გახდა არამხოლოდ უფრო სწრაფი, არამედ მეტად ენერგოეფექტურიც. დამუხტვის შემდეგ ნოუთბუქი მუშაობს 22 საათის განმავლობაში, რაც MacBook Pro-ს ყველა ოფისისთვის თუ სახლისთვის კომფორტულსა და მობილურს ხდის.

კიდევ ერთი აღსანიშნი სიახლე Wi-Fi 6E-ის მხარდაჭერაა, რომელიც წინა მოდელებთან შედარებით ორჯერ სწრაფია.


ცოტა რამ Mac mini-ის შესახებ

ახალი ჩიპების საშუალებით Mac mini უფრო ძლიერი გახდა და მისი ქმედითუნარიანობა პროფესიონალურ დონემდე გაიზარდა. კომპაქტური დიზაინის მიუხედავად, მოწყობილობას საკმაოდ მაღალი სიჩქარე აქვს.

ამასთანავე, გაუმჯობესებულია ენერგოეფექტურობაც. ახალ Mac mini-ს აქვს 8 ან 16 გიგაბაიტის ოპერატიული მეხსიერება, ასევე 256 ან 512 გიგაბაიტის მყარი დისკის მეხსიერება. დამატებით, მოწყობილობა აღჭურვილია USB-A (2x), HDMI, Gigabit Ethernet პორტებითა და მოდერნიზებული 3.5 მმ-იანი პორტით ყურსასმენებისთვის. ასევე, აქვს უმაღლესი სტანდარტების Wi-Fi და Bluetooth მხარდაჭერა.

ხელმისაწვდომობა

MacBook Pro-ს წინასწარი შეკვეთა 27 იანვრიდან იქნება შესაძლებელი შემდეგ ოფიციალურ რესელერებთან: iSpace, Alta, Elit Electronics, Kontakt Home, iTechnics, iPlus, iStore.

MacBook Pro-ს წინასწარი შეკვეთის გაფორმებისას, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლოს: ორიგინალ აქსესუარებზე იმოქმედებს 250-ლარიანი ქეშბექი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები