მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ტერაბანკის” მიერ დაფინანსებული ბიზნესი - “მარლი”

BM.GE
25.11.22 10:37
397
აგლაძის ქუჩაზე სულ რამდენიმე თვის წინ საკონდიტრო საწარმო მარლი გაიხსნა. კომპანია მომხმარებელს ევროპული ტექნოლოგიით დამზადებულ საკონდიტრო ნაწარმს სთავაზობს. გარდა ამისა კომპანიის წარმოება ბუნებრივი საფუარით დამზადებულ პურპროდუქტებსაც მოიცავს, რომელიც როგორც კომპანიაში ამბობენ მომხმარებლის საყვარელი პროდუქტია. ბიზნესი რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ფილიალით არის წარმოდგენილი და 12 ადამიანს ასაქმებს, ტერაბანკის დაფინანსებით და სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით შეიქმნა. მარლი სესხის სრული ვადით პროცენტის ნაწილობრივი სუბსიდირებით და გირაოში თანამონაწილეობით სარგებლობს.

ზაალ მელიქია - “მარლის" დამფუძნებელი;
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები