მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტერაბანკმა Global Banking & Finance Review-ს ჯილდო მიიღო

ტერაბანკმა Global Banking & Finance Review-ს ჯილდო მიიღო
18.12.23 13:23
845
სტატიაში საუბარია:

ტერაბანკი პრესტიჟული ბრიტანული გამოცემის, Global Banking & Finance Review-ს ჯილდოს მფლობელია. პრემია მან ქვეყნის ყველაზე სწრაფად მზარდი SME ბანკის (Fastest Growing SME Bank Georgia 2023) კატეგორიაში მიიღო.

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ტერაბანკის სტრატეგიული მიმართულებაა. ამ კუთხით, ბანკი არა მარტო ქმნის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და გამოწვევებზე ორიენტირებულ პროდუქტებსა და მომსახურებებს, არამედ მუდმივად ზრუნავს მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტებისთვის ახალი შესაძლებლობების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მათი ბიზნესსაქმიანობების გაფართოებისა და განვითარების მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებაზე.

„Global Banking & Finance Review-ს ჯილდო, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია კატეგორია, რომელშიც გამოცემამ ტერაბანკი გამოარჩია. ეს ნიშნავს, რომ მხარდაჭერა, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესებს ვუწევთ, გლობალურად ფასდება“, - აცხადებენ ტერაბანკში.

Global Banking & Finance Review პრესტიჟული ბრიტანული გამოცემაა, რომელიც 2010 წლიდან გლობალურ ფინანსურ ტენდენციებსა და მოვლენებს აშუქებს. მედიასაშუალება ფოკუსირებულია ისეთ თემებზე, როგორებიცაა ბანკინგი, საბროკერო მომსახურებები, კორპორაციული მართვა, კაპიტალის მართვა, გადასახადები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და ა.შ.

გამოცემამ პრემია Global Banking & Finance Awards 2011 წელს დააწესა. ჯილდო სხვადასხვა ნომინაციაში გაიცემა და გლობალურ საფინანსო საზოგადოებაში ხელშესახები და პროგრესული ცვლილებების, ინოვაციების, მიღწევებისა და სტრატეგიების აღიარებას ემსახურება. მისი დაწესების მიზანი კომპანიების წვლილის, მათი გამოცდილებისა და ცოდნის აღიარებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები