მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტერაბანკმა ციფრული მომსახურების არხები განაახლა

ტერაბანკმა ციფრული მომსახურების არხები განაახლა
01.08.24 08:10
362
სტატიაში საუბარია:

ტერაბანკის მომხმარებლებს ამიერიდან მომსახურებების მიღება განახლებული ციფრული არხებით შეუძლიათ.ინტერნეტბანკს სრულიად განსხვავებული და მოსახერხებელი ფუნქციონალები დაემატა, განახლდა ბანკის ოფიციალური ვებსაიტიც www.terabank.ge, რომელიც ინფორმაციულად მეტად მრავალფეროვანი და მომხმარებელზე ორიენტირებული გახდა.

განახლებულ ინტერნეტბანკში მომხმარებლებს შეუძლიათ, სურვილისამებრ მართონ მთავარ გვერდზე არსებული ბლოკები და საკუთარ საჭიროებებზე მოირგონ ისინი, ისარგებლონ თანამედროვე, გაუმჯობესებული ინტერფეისითა და პროდუქტების შეკვეთისა თუ გააქტიურების შესაძლებლობებით.

საგულისხმოა, რომ განახლებული ინტერნეტბანკი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ მოახლოებული გადახდების ფუნქცია და მისი დახმარებით, არ გამორჩეთ კალათაში დამატებული კომუნალური გადასახადები,

რაც შეეხება განახლებულ ვებსაიტს, ის თანამედროვე დიზაინის ტრენდებსა და მიდგომებს აერთიანებს. ვებგვერდზე სრულადაა თავმოყრილი ინფორმაცია ტერაბანკის პროდუქტებისა და სერვისების, კომპანიის სიახლეებისა და პროექტების შესახებ. ამას გარდა, მისი მეშვეობით, მომხმარებლებს საშუალება აქვთ, სესხით, ანაბრითა თუ სხვა პროდუქტებით დაინტერესების შემთხვევაში, ონლაინ შეავსონ განაცხადები.

ციფრული არხების განახლებასთან ერთად, გაეშვა ახალი სერვისიც — ტერაბანკის მომხმარებლად რეგისტრაცია დისტანციურად. ამიერიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შეუძლია, ტერაბანკის მომხმარებელი ბანკში ვიზიტის გარეშე გახდეს და ტერაბანკის მომსახურებებით დისტანციურად ისარგებლოს. რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://account.terabank.ge/intro

„თანამედროვე ტექნოლოგიები დინამიკურად ვითარდება. შესაბამისად, იცვლება მომხმარებლების ქცევაც, ამიტომ ტერაბანკისთვის ციფრული არხების დახვეწა და ფუნქციური გამრავალფეროვნება მომსახურების ხარისხზე ზრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილია. დღესდღეობით ჩვენ წარმოვადგენთ ბანკს, რომელიც მუდმივად ფეხს უწყობს ტექნოლოგიების განვითარებას და მომხმარებლებსაც საინტერესო, თანამედროვე ციფრულ გამოცდილებას სთავაზობს“, - აღნიშნავენ ტერაბანკში.

მომხმარებლად დისტანციურად რეგისტრაციის სერვისის დიზაინსა და ტერაბანკის ვებსაიტის რედიზაინზე — Slick-მა, ინტერნეტბანკის დიზაინის განახლებაზე კი ტერაბანკის გუნდმა იმუშავა. სპეციალისტებმა ციფრული არხები ტერაბანკის ახალ ვიზუალურ სტილსა და მომხმარებლების მოთხოვნებს მაქსიმალურად მოარგეს. ტერაბანკი ციფრული არხების განვითარებაზე მუშაობას სამომავლოდაც განაგრძობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები