ჩვენ ტერიტორიას გადავცემთ ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექს და არა საქველმოქმედო ფონდ "ქართუს", ან "ატუს", რომელიც იქ აწარმოებს სამუშაოებს - განაცხადა ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი გიორგობიანმა "ნიუპრესზე" გასული ინფორმაციის საპასუხოდ. მისი თქმით, უნივერსიტეტი ტერიტორიას "არსებობის ფარგლებში" ითხოვს. ნიუპრრესის კითხვაზე, თუ ეს მოძრავი ქარხანაა, მაშინ რა საჭიროა საუნივერსიტეტო კომპლექსისათვის დამატებითი ტერიტორიის გადაცემა, გიორგობიანი პასუხობს: "ჩემი ნება რომ იყოს და კიდევ მომთხოვოს უნივერსიტეტმა, კიდევ გადავცემდი ტერიტორიას, თუ გაანაშენიანებს და კიდევ მოაწყობს რამეს, ჩემთვის პირადად, იმდენად დიდი მოტივაციაა, რომ ეს მშენებლობა მიმდინარეობს". გიორგობიანი გამორიცხავს, რომ ქალაქი ამ გადაწყვეტილებას თავისი ნების საწინააღმდეგოდ იღებდეს. რაც შეეხება ტერიტორიის გადაცემის ვადებს, გიორგობიანი აცხადებს,: "თუ უნივერსიტეტი ჩათვლის საჭიროდ, როგორც მოთხოვნილი აქვს, რომ ტერიტორია მისი არსებობის ფარგლებში იყოს მის მფლობელობაში, მე პირადად, თანახმა ვარ, თუმცა ეს გუნდის გადასაწყვეტია. დანარჩენი ტერიტორიაც ჩვენ გადავეცით, მაშინ არც ის მიგვეცა და არც მშენებლობის უფლება".
http://newpress.ge/teritorias-gadavcemt-qutaisis-sauniversiteto-kompless-da-ara-fond-qartus.


































