თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე აფეთქება მოხდა. BMG-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი გაზგასამართი სადგური აფეთქდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.