მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტერმინალის შეფერხებით მუშაობის გამო, ავტოიმპორტიორებს ფინანსური ზიანი ადგებათ - ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

639d9009ad3e5
მარიამ დემეტრაშვილი
17.12.22 23:55
653
„საქართველოს ავროტიმპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ალექსანდრე ნონიაძის თქმით, ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის შეფერხებით მუშაობის გამო, ავტოიმპორტიორებს არა მხოლოდ ფინანსური, არამედ რეპუტაციული ზიანიც ადგებათ.

როგორც მან გადაცემა „საქმიან დილაში“ თქვა, საქართველო ინფრასტრუქტურული გაუმართაობის გამო, ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გამოიკვეთა.

„ყველაზე მეტი ავტომობილის იმპორტი 2019 წელს განხორციელდა. ამავე წლის ოქტომბერში 19 000 ავტომობილი შემოვიდა. 2022 წლის ოქტომბერში 7 000 ავტომობილი შემოვიდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ 2019 წელს მსგავსი პრობლემა არ გვქონია. ზრდა ნამდვილად არ გვაქვს და რატომ გაჩნდა ეს პრობლემა, გაუგებარია.

ბათუმის ტერმინალმა უნდა თქვას, რის გამო ექმნება პრობლემა, მიზეზი უნდა თქვას, რის გამო ვერ ასრულებს ფუნქციებს და შემდეგ, მოვძებნოთ გამოსავალი. შეიძლება, ეს გამოსავალი იყოს საკანონმდებლო წინადადება, რომ ტერმინალის სივრცე გავაფართოვოთ. მაშინ ეს პარლამენტის თავმჯდომარის ჩაქუჩის ერთი დარტყმით საკანონმდებლო დონეზე გადაწყდება", - თქვა ნონიაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები