მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თერმულად დამუშავებულოი ქართული პროდუქტი კატარში გავიდა - სად გაიყიდება Georgian Green-ის პროდუქცია?

645e3e0a0222c
ნანუკა ნარიმანიძე
13.05.23 12:36
1033
თერმულად დამუშავებული ბოსტნეულის საწარმო - Georgian Greens-მა პირველი ექსპორტი განახორციელა, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ეკატერინე ვეფხვაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„სატესტო ნიმუშები გაგზავნილი გვაქვს კატარში, დუბაიში, ისრაელსა და ჩეხეთში, დაინტერესება ძალიან მაღალია, ახლახან რამდენიმე პალეტი გავგზავნეთ კატარის მიმართულებით, ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტ ქსელში თვის ბოლოს გავგზავნით შეკვეთას, ეს ჩვენთვის პირველი ექსპორტია“, - აღნიშნა მან.

აღსანიშნია ისიც, რომ კომპანიამ 1 კვირის წინ FDA სერტიფიკატი მოიპოვა და აქტიურად მუშაობს ამერიკის ბაზარზე გასვლაზე.

„მოვიპოვეთ FDA სერტიფიკატი, პარალელურად ნიუ-იორკის ერთ-ერთ გამოფენაზე წარდგენილი გვაქვს ჩვენი პროდუქტი და აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე ამერიკულ კომპანიასთან, გვყავს პოტენციური პარტნიორები“, - დასძინა მან.

არსებული ბაზრიდან და ექსპორტზე დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია გაფართოებასაც გეგმავს.

„დღეში დაახლოებით 1000 ქილამდე ვაწარმოებთ, პროდუქტზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება და გადავწყვიტეთ საწარმო გავაფართოოთ, ამ ეტაპზე ველოდებით ახალ დანადგარებს და ძალიან მალე წარმადობას გავზრდით“, - ამბობს დამფუძნებელი.

ცნობისთვის, „Georgian Greens” შვიდ ადამიანს ასაქმებს და ის დამფუძნებლების პირადი ინვესტიციით შეიქმნა, მისაქციელში წარმოებული დამუშავებული ინგრედიენტების საექსპორტო საფასური 1.5 - 5 დოლარამდეა განსაზღვრული, ხოლო ადგილობრივი 5-8 ლარი. პროდუქციის შეძენა მომხმარებელს სუპერმარკეტ „ევროპროდუქტში“, „წერტში“, “Wolt მარკეტსა“ და სხვა რამდენიმე სუპერმარკეტში შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები