საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აცხადებს, რომ რეპრესიების ახალი ტალღის მიუხედავად საქართველოში პროტესტი გრძელდება. ასე ეხმიანება სალომე ზურაბიშვილი X-ზე 2 თებერვლის საპროტესტო აქციას, სადაც საპოლიციო ძალებმა ათეულობით ადამიანი დააკავეს.
„ტერორი საქართველოში: რეპრესიების ახალი ტალღა, ახალი რეგულაციები დემონსტრაციის უფლებების შესაფერხებლად. "ტიტუშკის" დაჯგუფებებმა კვლავ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა, თავებსა და სახეებში ცემა, დაპატიმრებები. მაგრამ პროტესტი გრძელდება“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.


























