მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla ახალ ავტომობილებში Apple Carplay-ის დამატებას განიხილავს

Tesla
BM. GE
14.11.25 22:30
• 105

ამერიკული ავტომწარმოებელი, Tesla Inc. თავის ახალ საავტომობილო მოდელებში Apple Carplay-ის დამატებას აპირებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კომპანიის ამჟამინდელ პოლიტიკას, რომელიც ავტომობილებში მხოლოდ შიდა წარმოების სისტემების გამოყენებას გულისხმობს.

Apple-ის მიერ წარმოებული სისტემის ჩაშენებას Tesla-ის მომხმარებლები დიდი ხანია რაც ითხოვენ. ასევე საგულისხმოა,რომ მრავალი ადამიანი მწარმოებლის პროდუქტის არ შეძენის მიზეზად სწორედ აღნიშნული სისტემის უქონლობას ასახელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ სისტემის ქარხნული ჩაშენება და გატესტვა უკვე დაიწყო. ცხადია, რომ Apple Carplay-ზე გადასვლის მთავარი მიზანი ავტომობილების გაყიდვების გაზრდაა.

კომპანიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება ასევე ეწინააღმდეგება ილონ მასკის წარსულ განცხადებებს, რომელიც Apple-ს ელექტრო ავტომობილების ბაზარზე პოტენციურ კონკურენტად განიხილავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები