ქარხნების მშენებლობის გარდა, Tesla ნევადაში დამატებით 3,000 თანამშრომლის დასაქმებასაც გეგმავს, მათი უდიდესი ნაწილი კი ელექტრო სატვირთოს, Semi-სა და ბატარეების წარმოების მიმართულებით გადანაწილდება.
კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობის განცხადებით, ნევადას ქარხნების ჯამური საწარმოო შესაძლებლობა წლიურად 2 მილიონ ერთეულ ელექტრომობილს მიაღწევს.
საერთო ჯამში, Tesla-ს უკვე აქვს ნევადას შტატში 6.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელებული და კომპანია უკვე ასაქმებს 11,000-ზე მეტ თანამშრომელს.
საწარმოო შესაძლებლობების გაზრდის მიზანი Tesla-ს ელექტრომობილებზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება და მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიცირებაა.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.