მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla ასობით Model 3-ს ჩინეთის ბაზრიდან გაიწვევს

60b8eb2bd5e41
ნათია თაქთაქიშვილი
03.06.21 20:45
807
ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla ჩინეთის ბაზრიდან 700 ცალ Model 3-ს გაიწვევს, საქმე ეხება 2019 წელს გამოშვებულ მოდელებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გაწვევის მიზეზი მუხრუჭებთან დაკავშირებული პრობლემებია, რაც მრავალი ავარიის საფუძველი გახდა.

გაწვევის ფარგლებში, Tesla ავტომობილების მფლობელებს უსასყიდლოდ დაეხარება, რაც ავტომობილის დათვალიერებას და შეკეთებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე თვეში Tesla-ს უკვე მოუწია ათობით ათასი Model 3-ის აშშ-დან და კანადიდან გაწვევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები