მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Tesla ბიუჯეტურ ელექტრომობილს გამოუშვებს - მასკი

ტესლა
BM. GE
24.07.25 20:56
933

უმსხვილესი ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Tesla არსებობის ისტორიაში ყველაზე ბიუჯეტურ ელექტრომობილს გამოუშვებს. როგორც კომპანიის CEO-მ, მილიარდერმა ილონ მასკმა ინვესტორებთან შეხვედრისას განაცხადა, ახალ მანქანაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ის Model Y-სგან დიდად განსხვავებული არ იქნება.

მასკის თქმით, Tesla-ს ყველაზე ბიუჯეტური ელექტრომობილის გაყიდვების დაწყება 2025 წლის ბოლო კვარტალშია დაგეგმილი.

მასკის განცხადებით, ახალი მანქანა უპილოტო მართვის ფუნქციით იქნება აღჭურვილი. მომხმარებლებს შეეძლებათ იყიდონ და გააქირაონ ის და ამით დამატებით შემოსავალი მიიღონ. აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომი მომავალი წლიდან იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები