მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla იაფი ელექტრომობილების წარმოებას 2025 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს - Reuters

redwood

Reuters-ის ინფორმაციით, ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ მომწოდებლებს განუცხადა, რომ 2025 წლის მეორე ნახევრიდან კომპანია მასობრივ წარმოებაში ელექტრომობილის ახალ მოდელს ჩაუშვებს, რომლის კოდური სახელიცაა “Redwood”. უცხოურ მედიას ინფორმაციას 4 სხვადასხვა წყარო უდასტურებს.

თავად Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი, უკვე დიდი ხანია, ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომ ელექტრომობილებს აანონსებს, რომლებიც მომდევნო თაობის, თუმცა შედარებით იაფ პლატფორმაზე იქნება აშენებული. მსგავსი მოდელები, რომელთა საწყისი ღირებულებაც $25 000-დან დაიწყება, Tesla-ს ხელმისაწვდომ შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებთან და ელექტრომობილებთან შედარებით, კონკურენტულ უპირატესობას მიანიჭებს. რაც მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ 2023 წლის ბოლო კვარტალში ჩინურმა BYD-იმ TOP მწარმოებლებში Tesla ჩაანაცვლა.

მასკმა იაფი ელექტრომობილების შექმნის პირობა ჯერ კიდევ 2020 წელს დადო, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა. ამჟამად, კომპანიის ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი Model 3-ია, რომლის ღირებულებაც $38 990-დან იწყება.

ანონიმური წყაროს ინფორმაციით, Tesla “Redwood”-ის წარმოებას 2025 წლის ივნისიდან დაიწყებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები