მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TESLA ინდოეთიდან $2 მილიარდის ავტონაწილებს იყიდის

tesla

ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ინდოეთიდან დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტონაწილების და დეტალების ყიდვას გეგმავს, რაც წინა წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელი იქნება.

ზემოხსენებული სიახლე ინდოეთის მთავრობამ თავად გაავრცელა, რომელმაც დიდი ოცეულის სამიტის შემდეგ კიდევ ერთი სტრატეგიული გამარჯვება მიიწერა. საქმე ისაა, რომ წლების განმავლობაში Tesla-ს მთავარი მიმწოდებელი ჩინეთი იყო, თუმცა ვაშინგტონსა და პეკინს შორის გეოპოლიტიკური ურთიერთობის გაუარესების ფონზე, ამერიკული კომპანიები აქტიურად ცდილობენ მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიცირებას, ჩინეთის მთავარი კონკურენტი კი სწორედ ინდოეთია.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთს ლითონების უდიდესი საბადოები აქვს, ავტომობილების დეტალების წარმოება კი ამ ქვეყანაში საკმაოდ იაფია. გარდა ამისა, წელს ახალი iPhone-ების ნაწილი სწორედ ინდოეთში აიწყობა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს გლობალური ეკონომიკური წყობილების ცვლილებაზე.

ინდოეთის მთავრობის განცხადებით, განვითარების შემდეგი ეტაპი ქვეყანაში ახალი ქარხნების გახსნა იქნება, რისთვისაც აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები Tesla-სთან და სხვა საერთაშორისო კომპანიებთან.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები