Semi Truck-ის პირველი ეგზემპლარები კომპანია PepsiCo-ს გადაეცა, როგორც Tesla-ს ერთ-ერთ პირველ დამკვეთს.
აღსანიშნავია, რომ Tesla-ს სატვირთოების წარმოება 2019 წელს უნდა დაეწყო, თუმცა ქარხნის მშენებლობის შეფერხებამ და პანდემიის დადგომამ ამერიკული კომპანიის გეგმები რამდენიმე წლით გააჭიანურა.
Tesla Semi მსოფლიოში პირველი სერიული წარმოების სატვირთოა, რომელიც ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი და ერთი დამუხტვით 800 კილომეტრის გავლა შეუძლია, ტვირთზიდვის შესაძლებლობა 36 ტონას აჭარბებს.
2024 წლისთვის Tesla დაახლოებით 50,000 სატვირთოს წარმოებას გეგმას, თითოეული ერთეულის ფასი კი, სავარაუდოდ, 150-200,000 დოლარის ფარგლებში იქნება.
ტრადიციული, დიზელზე მომუშავე სატვირთოებისგან განსხვავებით, Tesla Semi არ გამოყოფს გამონაბოლქვს, უფრო ეკონომიურია, ჩუმი და უსაფრთხო. გარდა ამისა, სატვირთო ავტოპილოტითა და მძღოლის დახმარების თანამედროვე ფუნქციებითაა აღჭურვილი.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.