მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Tesla-მ მასკის xAI-ში $2 მილიარდის ინვესტიცია ჩადო

xAI

კომპანია Tesla-მ ოფიციალურად განახორციელა 2 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიცია ილონ მასკის მიერ დაფუძნებულ სტარტაპ xAI-ში.

ამ გარიგების შედეგად, სტარტაპის საბაზრო ღირებულება რეკორდულ 230 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, ანუ მასკის ერთმა კომპანიამ მეორის ზრდას შეუწყო ხელი, რაც მისთვის დამახასიათებელი პრაქტიკაა.

ინვესტიცია განხორციელდა Tesla Master Plan Part IV-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას ფიზიკურ სამყაროში. როგორც ცნობილია, მხარეებს შორის გაფორმდა ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს xAI-ის ციფრული პროდუქტების, მათ შორის ჩატბოტ Grok-ის, გამოყენებას Tesla-ს ავტონომიური მართვის სისტემების და ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის განვითარებისთვის.

Tesla-ს ხელმძღვანელობის განმარტებით, ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად დააჩქარებს კომპანიის ტექნოლოგიურ პროგრესს და შეამცირებს საკუთარი AI ინფრასტრუქტურის მშენებლობის ხარჯებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები