მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Tesla-მ Model S-ის და X-ის წარმოება ოფიციალურად დაასრულა

model s and x

ამერიკულმა ელექტრომობილების გიგანტმა, Tesla-მ საკუთარი პრემიუმ კლასის მოდელების, Model S-ისა და Model X-ის წარმოება ოფიციალურად დაასრულა. კომპანიის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ჯერ კიდევ იანვარში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აღნიშნული მოდელების წარმოების დასრულება ავტონომიური მართვის მომავალზე გადასვლის სტრატეგიული ნაწილია.

წარმოებული ბოლო პარტია Signature Series-ის სახელით არის ცნობილი, რომელიც სპეციალური Plaid კომპლექტაციით მხოლოდ VIP კლიენტებისთვის დამზადდა. აღსანიშნავია, რომ კონვეიერიდან ბოლო Model S-ის პანელებზე ქარხნის თანამშრომლებმა საკუთარი ხელმოწერები დატოვეს.

Model S ბრენდისთვის პირველი მასობრივი ელექტრომობილი იყო, რომელიც 14 წლის განმავლობაში იწარმოებოდა. მისი საწყისი ფასი $60,000-ს შეადგენდა, სვლის მანძილი კი 426 კმ-ს აღწევდა. განსაკუთრებული პოპულარობა Model S Plaid-მა მოიპოვა, რომლის სიმძლავრე 1006 ცხენის ძალას შეადგენს და 100 კმ/სთ სიჩქარეს 1.99 წამში ავითარებს.

სიცხადისთვის, Model S კომპანიის ტექნოლოგიური იმიჯის საფუძველს წარმოადგენდა, თუმცა Tesla-ს ამჟამინდელი ფოკუსი უფრო ხელმისაწვდომ მოდელებსა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზეა მიმართული. როგორც მასკი ამბობს, Tesla რობოტების მწარმოებელი კომპანიაა და არც - ავტომობილების.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები