ილონ მასკის განცხადებით, Tesla-ს ავტომობილებში xAI-ის ხელოვნური ინტელექტი, Grok-ი ჩაშენდება, რაც მილიარდერის პორტფელური კომპანიების ინტეგრაციის კიდევ ერთი მაგალითი იქნება.
ელექტრომობილებში AI-ის გაშვების კონკრეტული თარიღი ილონ მასკს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ პროგრამულ განახლებას ავტომობილის მფლობელები, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის ბოლოს მიიღებენ.
ავტომობილებში Grok-ის გამოჩენა საინტერესო ფენომენია, რომელიც მიგვანიშნებს, რომ საავტომობილო OS-ებს კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა.
xAI-ის ხელოვნური ინტელექტი, სავარაუდოდ, ხმოვანი ასისტენტის როლს მოირგებს, რაც ნიშნავს, რომ მძღოლო საკუთარ ავტომობილთან საუბარს შეძლებს. აღნიშნული ფუნქციონალი, ცხადია, ავტომობილებში ამ დრომდეც იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ ხმოვანი ასისტენტი, ისევე, როგორც ზოგადად ე.წ. “ინფოტეინმენტ” სისტემა ფაქტობრივად ყველა ავტომწარმოებელი კომპანიის სუსტი წერტილია. ასევე არახალია ავტომობილში AI-ის გამოყენება, მაგრამ ყველა უკვე არსებულ შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტი ერთ-ერთ ფუნქციაა და არა ავტომობილის საყრდენი, როგორც, ეს, სავარაუდოდ, Tesla-ში იქნება.




























