მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკის AI-კომპანიას $1-მილიარდიანი ინვესტიციის მოზიდვა სურს

ილონ მასკი

ილონ მასკის ახალი წამოწყება, რომლითაც ის OpenAI-ის მიერ შექმნილ ChatGPT-სთან კონკურენციაში ჩაბმას გეგმავს, როგორც ჩანს, აქტიურად ვითარდება. სწორედ ამაზე მიუთითებს კომპანიის მიერ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიისადმი წარდგენილი განაცხადი, რომლითაც ირკვევა, რომ xAI-მ საინვესტიციო რაუნდი გამოაცხადა, რომლითაც, კომპანიის წილის სანაცვლოდ, მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს რაუნდი საკმაოდ მოცულობითია, რადგან ამ დრომდე, კომპანიას მხოლოდ 135 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჰქონდა მოზიდული.

როგორც თავის დროზე გახდა ცნობილი, X-ის აქციონერები ახალი კომპანიის 25%-იან წილს მიიღებდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რომელი აქციონერის წილის სანაცვლოდ გეგმავს ილონ მასკი მილიარდი დოლარის მოზიდვას.

შეგახსენებთ, რომ ხელოვნური ინტელექტის კომპანია ილონ მასკმა ნოემბერში დააფუძნა და მის მთავარ მისიას ბაზარზე არსებული სხვა ნეირონული ქსელების განმავითარებელ კომპანიებთან კონკურენცია წარმოადგენდა, მათ შორის OpenAI-სთან, რომლის ერთ-ერთი პირველი ინვესტორი თავად ილონ მასკი იყო. xAI-ის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი, სახელად Grok-ი X-ის, იგივე Twitter-ის მონაცემებს იყენებს და შექმნილია იმისთვის, რომ “მომხმარებელთა კითხვებს ენაკვიმატად უპასუხოს”.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები