მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-ს Model 3-ში გამოყენებული ძველი "ჩიპების" გამოცვლა მოუწევს

5e60d082bcb8c
ნათია თაქთაქიშვილი
05.03.20 20:40
1004
ელექტრომანქანების მწარმოებელ Tesla-ს ჩინეთში წარმოებულ Model 3-ში გამოყენებული ძველი "ჩიპების" გამოცვლა მოუწევს. კომპანიამ ეს ფაქტი კორონავირუსის გამო შეფერხებული მიწოდებით ახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, კომპანიამ არაერთი საჩივარი მიიღო იმ მომხმარებლებისგან, ვინც ცოტა ხნის წინ შეიძინა ახალი Model 3 ჩინეთში. ისინი აცახადებენ, რომ მათი მანქანის კომპიუტერი ძველი მეხსიერების ბარათს იყენებს.

ამის შემდეგ Tesla-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც კომპანია ძველ მეხსიერების ბარათს ახლით შეცვლის, როგორც კი ჩინეთთან ნაწილების მიწოდება აღდგება.

აღნიშნული "ჩიპები" გამოიყენება Model 3-ის ავტო-პილოტის სისტემის მიერ და უზრუნველყოფს მანქანის ნახევრადავტომატურ მართვას.

Tesla-ს ჩინეთში წარმოებული Model 3 ბაზარზე 7 იანვარს გამოჩნდა.

შეგახსენებთ, Tesla-ს შანხაიში ქარხანა კორონავირუსის გამო, იანვრის ბოლოს დაიხურა და წარმოება 10 თებერვალს განაახლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები