მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TESLA-ს მოგება და აქციების ღირებულება მკვეთრად შემცირდა

tesla

ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ კვარტალური ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომელმაც ინვესტორების და ანალიტიკოსების მოლოდინების დაკმაყოფილებას ვერ შეძლო.

როგორც ჩანს, მეორე კვარტალში Tesla-ს მოგების მარჟა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იყო, რაც კომპანიის მიერ ელექტრომობილებზე ფასების შემცირებას უკავშირდება. თავად ფასების კორექცია საჭირო იმიტომ გახდა, რომ კონკურენტები გააქტიურებულნი არიან და ელექტრომობილებზე ბაზარზე მოთხოვნა ისეთი მზარდი არ არის, როგორსაც ინდუსტრიის წარმომადგენლები მოელოდნენ.

2024 წლის მეორე კვარტალში Tesla-ს შემოსავალმა $25.5 მილიარდი შეადგინა, რაც მცირედით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. რაც შეეხება კომპანიის მოგებას, მეორე კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა სულ რაღაც 1.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც $1.2 მილიარდით ნაკლებია, ვიდრე წინა წელს.

მართალია, კომპანიამ თანამშრომლების რაოდენობა 10%-ით შეამცირა ხარჯების დასაზოგად, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი ვერ აღმოჩნდა შედეგების გასაუმჯობესებლად.
ანალიტიკოსები 16.3%-იან მოგების მარჟას მოელოდნენ, მაგრამ Tesla-მ მხოლოდ 14.6%-იანი მარჟის მიღება შეძლო.

კომპანიის ხელმძღვანელობა მოგების მარჟის შემცირებას რესტრუქტურიზაციის პროცესს უკავშირებს და მას დროებით ფაქტორად განიხილავს.

ცხადია, არადამაკმაყოფილებელი ფინანსური შედეგები ინვესტორებმა ნეგატიურად მიიღეს და Tesla-ს აქციების ღირებულება თითქმის 12%-ით შემცირდა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $690 მილიარდამდე დაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები