ელექტრომობილების მწარმოებელი უმსხვილესი ამერიკული კომპანიის, Tesla-ს საკუთრებაში ისევ რჩება 780 მილიონი დოლარის ღირებულების 11,500-მდე ბიტკოინი.
ამ პორტფელის წყალობით, Tesla მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორია, რომელიც თანხას კრიპტოაქტივში აბანდებს.
ზემოხსენებული 11,500-მდე ბიტკოინი 7 საფულეშია გადანაწილებული, რაც დიდი მოცულობით ბიტკოინის შენახვის პერიოდში სტანდარტულ პრაქტიკად ითვლება.
როგორც ჩანს, მიმდინარე წლის განმავლობაში Tesla-ს ბიტკოინი არც გაუყიდია და არც უყიდია, რადგან პორტფელის მოცულობა ფაქტობრივად უცვლელია.
შეგახსენებთ, რომ ილონ მასკის კომპანიამ ბიტკოინში 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარის ინვესტირების გადაწყვეტილება 2021 წელს მიიღო. მას შემდეგ, კომპანიამ პორტფელის მოცულობა შეამცირა და ამჟამად ინვესტიციის შეფასება 780 მილიონი დოლარის ფარგლებშია. როგორც ილონ მასკი აცხადებს, ბიტკოინსა და ბლოკჩეინში ის დიდ პოტენციალს ხედავს, ამიტომ Tesla კრიპტოაქტივის გაყიდვას არ აპირებს.