მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TESLA შვედეთის მთავრობას უჩივის

ev

ამერიკულმა კომპანია Tesla-მ შვედეთის სასამართლოს ეროვნული სატრანსპორტო სააგენტოსა და საფოსტო სააგენტოების წინააღმდეგ საჩივრით მიმართა.

ბრალდების მხარის განმარტებით, სატრანსპორტო სააგენტოს წარმომადგენლები მიზანმიმართულად ზღუდავენ Tesla-სთვის ავტომობილების სანომრე ნიშნების გადაცემის პროცესს, რათა კომპანიამ ავტომობილების რეალიზება ვერ შეძლოს.

როგორც ირკვევა, ამ ქმედებით სააგენტოსა და ფოსტის წარმომადგენლები სოლიდარობას უცხადებენ Tesla-ს იმ თანამშრომლებს, რომლებმაც პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო გაფიცვა გამოაცხადეს.

კომპანიის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, ის რაც ახლა შვედეთში ხდება უკანონობაა და მსგავსი რამ ქვეყნის მთავრობამ არ უნდა დაუშვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები