ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენების არეალი ფართოვდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღიურად PCR და ანტიგენზე დამყარებული ტესტების საერთო რაოდენობა, სავარაუდოდ, 14-15 ათასამდე ავა.
“გუშინ გამოვიდა მთავრობის ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენების არეალი ფართოვდება. ბევრი ადამიანი მიმართავს საავადმყოფოებს რესპირაციული სიმპტომებით - შეიძლება ეს იყოს გრიპის ვირუსი ან კორონავირუსი. ჩვენ გვაქვს საკმარისი მარაგი და უკვე ჯანმოს პროროტოკოლია, რომ ანტიგენზე დამყარებულმა ტესტმა გააფართოვოს არეალი. ტესტების უმრავლესობა დარიგდება მოშორებულ რეგიონებში - სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში, სადაც სწრაფი დიგნოსტირება გვჭირდება“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.