მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს

Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
08.05.24 20:02
657

ქართულმა სტარტაპმა CityPay.io-მ დამატებითი ინვესტიცია მიიღო კომპანიისგან Tether Operations Limited, რომელიც უმსხვილესი კომპანიაა ციფრული აქტივების ინდუსტრიაში. Tether აცხადებს, რომ ინვესტიციის მთავარი მიზანი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საგადახდო სექტორის და ვირტუალური აქტივის გამოყენების გაძლიერებაა. Series A ინვესტიციის რაოდენობა 10 მლნ დოლარია, რაც უპრეცედენტოა ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის და ამავე დროს, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის ფინანსური ტექნოლოგიების სექტორის განვითარებისთვის.

ამჟამად, CityPay.io აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში პიონერი კომპანიაა, რომელიც კრიპტო ეკოსისტემაში აერთიანებს 2000-ზე მეტ ბიზნესს, როგორებიცაა სილქ ჰოსფიტალითის ქსელი, ტოიოტა ცენტრი თბილისი და სხვა. ინვესტირების მეორე ეტაპი გაგრძელებაა CityPay.io-ში Tether-ის 2023 წლის ინვესტიციის, როდესაც პირველი სტაბილური მონეტის ავტორმა კომპანიამ საქართველოში დაფუძნებულ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან ინვესტიცია აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე შესვლასთან ერთად დააანონსა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, Tether-სგან მიღებული ფინანსებით, CityPay.io გეგმავს განავითაროს ელექტრონული საფულისა და საბარათე უნიკალური პროდუქტები, რომლითაც მიზნად ისახავს 400,000-ზე მეტი მომხმარებლის მომსახურებასა და 500 000-ზე მეტი ფიზიკური ლოკაციის ათვისებას ამ რეგიონში.

CityPay.io ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს სრულყოფილ გამოცდილებას,

სადაც კრიპტო მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ პირდაპირ თავიანთი კრიპტო აქტივის დახმარებით მიიღონ პროდუქტი თუ მომსახურება, ხოლო მეორე მხრივ, ბიზნესს საშუალებას აძლევს მიიღოს ფულადი სახსრები ეროვნულ ვალუტაში, საკუთარ საბანკო ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილ ანგარიშზე.

Tether-ის ინვესტიცია მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა აღმოსავლეთ ევროპაში CityPay.io-ს ზრდის პროცესში. Ამასთანავე, მთავარ ორიენტირად საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და უზბეკეთის ბაზრები რჩება. Ბაზრის გაფართოების პროცესში ყურადღება ექცევა ისეთ სწრაფად განვითარებად ბაზრებს, სადაც ფინანსური ტექნოლოგიებისა და კრიპტოვალუტების მზარდი გამოყენების ტენდენციაა.

„ჩვენმა წინა თანამშრომლობამ CityPay.io-სთან გამოიღო საინტერესო შედეგები საქართველოში კრიპტო აქტივის მოსახერხებელი გამოყენების ხელშეწყობის კუთხით. ამ მეორე ინვესტიციით, ჩვენ ვეყრდნობით მიღებულ შედეგებს და მიზნად ვისახავთ, გავაძლიეროთ უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა არსებული სისტემების არსებობის პირობებში.” - პაოლო არდოინო, Tether-ის აღმასრულებელი დირექტორი. „ჩვენ მოხარულნი ვართ, CityPay.io-სთან კვლავ ვითანამშრომლოთ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით უფრო სამართლიანი, დაკავშირებული და ხელმისაწვდომი გლობალური ფინანსური სისტემის შესაქმნელად.”

“მიღებული ინვესტიცია კიდევ ერთი უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს და რეგიონის საგადახდო ეკოსისტემის განვითარების კუთხით. მოხარული ვართ, რომ Tether-მა კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა ნდობა და მათთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შესაძლებლობა გვექნება რეგიონის ფარგლებში განვახორციელოთ პროექტები, რომელიც დიდი და პოზიტიური ცვლილებების მასშტაბური გაგრძელება იქნება უახლესი ტექნოლოგიებისა და კრიპტო აქტივის გამოყენების დანერგვის კუთხით.” - აცხადებს ერალფ ჰატიპოღლუ, CityPay.io-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

ეს სიახლე Tether-ისა და CityPay.io-ს მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საერთო მიზანს, რომ განვითარებად ბაზრებზე კრიპტოაქტივის გამოყენების შესაძლებლობების დანერგვითა და განათლების გავრცელებით მოხდეს ერთის მხრივ თანამოაზრე საზოგადოებების მხარდაჭერა და მეორე მხრივ, ურთიერთდაკავშირებული, ინკლუზიური ფინანსური ლანდშაფტის განვითარება.

მეტი ინფორმაციისთვის: citypay.io tether.io

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები