მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tether-მა ოქროთი დაზღვეული კრიპტოვალუტა გამოუშვა – რა ვიცით მის შესახებ?

ausdt

Tether-მა ახალი, ოქროთი დაზღვეული სტეიბლკოინი გამოუშვა, რომლის ღირებულება ამერიკულ დოლარზეა მიბმული, ანუ ის ყოველთვის 1 დოლარს შეადგენს. ახალი თაობის კრიპტოვალუტას სახელად Alloy ეწოდება, მისი სიმბოლო კი aUSDT-ია.

კომპანიის განცხადებით, Alloy დაზღვეული იქნება Tether Gold-ით, რომელიც, თავის მხრივ, ოქროზე მიბმული კრიპტოაქტივია, თუმცა თავად Alloy-ს ღირებულება არ იქნება დამოკიდებული ოქროს ფასზე, რადგან ის სტაბილური კრიპტოვალუტაა და ყოველთვის 1 დოლარად უნდა ივაჭრებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბრალოდ აზრს დაკარგავს.

ახალი ტოკენი სინთეტიკური დოლარია, ანუ ის შექმნილია იმისათვის, რომ კრიპტოინდუსტრიაში დოლარის ფუნქცია შეასრულოს, თუმცა, ამავდროულად, მის გამოშვებასა და ცირკულაციაზე აშშ-ის ფედერალური რეზერვი ჩართული არ არის.

Alloy-ს შექმნის საჭიროებას რაც შეეხება, ზოგადად, ოქროთი დაზღვეულ ვალუტას მნიშვნელოვანი როლი აქვს ფინანსურ სამყაროში. ისტორიულად, ოქრო ითვლებოდა ყველაზე სანდო და სტაბილურ აქტივად, რის გამოც მას ეროვნული ვალუტების დასაზღვევად აქტიურად იყენებდნენ. როგორ წესი, ასეთი ტიპის ვალუტა უზრუნველყოფს ფასის სტაბილურობას და ინვესტორების მხრიდან მეტ სანდოობას. Alloy-ს შექმნის მიზანიც სწორედ ეს არის - ის იმ ინვესტორებზეა გათვლილი, რომელთაც ჩვეულებრივი USDT-ის მიმართ ნდობა არ აქვთ და ფიზიკური აქტივით დაზღვეული სტეიბლკოინის გამოყენება ურჩევნიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები