მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას დავიწყებთ - ტრამპი

ტრამპი

რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა და აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას დაწყებენ.

ტრამპის თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ბაიდენის ადმინისტრაციის ღია კარის პოლიტიკას სრულად გააუქმებს.

„ დაბრუნების პირველ დღეს, მე შევწყვეტ ბაიდენის ადმინისტრაციის ყველა ღია საზღვრის პოლიტიკას და დავიწყებთ ყველაზე დიდ შიდა დეპორტაციის ოპერაციას ამერიკის ისტორიაში“, - თქვა ტრამპმა.

სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაცია პოლიტიკურ დევნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და საკუთარ თავს „ამაყი პოლიტიკური დისიდენტი“ უწოდა.

ინფორმაციისთვის, დონალდ ტრამპმა მიჩიგანის, მისურისა და აიდაჰოს შტატებში ჩატარებულ „რესპუბლიკელების“ კოკუსებში გაიმარჯვა. მანამდე, გამარჯვება მოიპოვა აიოვაში, ნიუ ჰემფშირში, ნევადაში, აშშ-ის ვირჯინიის კუნძულებსა და სამხრეთ კაროლინაშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები