მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თეთრი ქუდის“ დირექტორი პროკურატურის ბრალდებაზე განმარტებას აკეთებს

632331354fcce
გვანცა სანაია
15.09.22 18:01
1557
„ვნახოთ მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, აუცილებლად გავასაჩივრებ ზემდგომ ინსტანციაში“, - ასე ეხმაურება სოკოს საწარმო შპს „თეთრი ქუდის“ დირექტორი, ალექსი ბერიძე საქართველოს პროკურატურის მიერ მის დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოს გარემოზე მავნე ზემოქმედების გამო ბრალის წარდგენას.

„პროკურატურა მედავება მიწერილობის ნაწილს. ეს ნიშნავს, რომ ნარჩენების აღდგენა უნდა შემეჩერებინა და შევაჩერე კიდეც. დავდე სხვა კომპანიასთან ხელშეკრულება, საიდანაც მომქონდა აღდგენილი ნარჩენები. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება უკანონოა და საბოლოო განაჩენს დაველოდებით. თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, აუცილებლად გავასაჩივრებ ზემდგომ ინსტანციაში“, - განუცხადა BM.GE-ს „თეთრი ქუდის“ დირექტორმა, ალექსი ბერიძემ.

BM.GE-იმ "თეთრი ქუდის" დირექტორს კომპოსტირების (ნარჩენების აღდგენა) პროცესის ქალაქიდან მოშორებით გადატანასთან დაკავშირებითაც დაუსვა კითხვა, რაზეც ალექსი ბერიძემ განაცხადა, რომ ადგილი უკვე შეარჩიეს, თუმცა დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პროკურატურამ შპს „თეთრი ქუდის“ დირექტორს მის დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოს მიერ გარემოზე მავნე ზემოქმედების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში „თეთრი ქუდი“ ნარჩენების დამუშავებას შესაბამისი ნებართვის გარეშე სათანადო პროცედურების დაუცველად ახორციელებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები