მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თეთრი სახლი დიდ შვიდეულს მოუწოდებს, რუსეთსა და მის მოკავშირეებზე ზეწოლა გაზარდონ

ტარიფები

თეთრი სახლი დიდი შვიდეულის წევრებს ჩინეთისა და ინდოეთისთვის 100%-იანი ტარიფების დაწესებას სთხოვს. როგორც ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებისთვის რუსული ნავთობის მთავარ იმპორტიორებზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა ყველაზე ეფექტური გზა იქნება.

თეთრი სახლი G7-ის წევრებს ასევე მოუწოდებს, რომ დაიწყონ მათ ტერიტორიაზე არსებული რუსული ქონების კონფისკაციაც. ეს მოთხოვნა, მეტწილად, ევროპაში მდებარე იმ ქვეყნებს მიემართება, რომელთა ტერიტორიულ წყლებსა თუ მიწაზე არაერთი რუსული ქონება კვლავ ხელუხლებლად რჩება. ტრამპის ადმინისტრაცია თვლის, რომ კონფისკაციის შედეგად მოპოვებული ქონება უნდა გაიყიდოს და ის მთლიანად უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას მოხმარდეს.

ამასთან, თეთრი სახლი მოითხოვს, რომ დიდი შვიდეულის წევრებმა რუსეთთან სავაჭრო კავშირები მაქსიმალურად შეზღუდონ და პროდუქციის ექსპორტსა თუ იმპორტზე უარი თქვან. როგორც თეთრი სახლი წერს, ამის ერთ-ერთი მიზანი რუსეთისთვის იმ ტექნოლოგიაზე წვდომის შეზღუდვაა, რომელსაც რუსული არმია ნაწილებად შლის და შემდეგ ომის წარმოებისთვის მნიშვნელოვანი იარაღის დასამზადებლად იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები