მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თეთრი სახლი განმარტავს, რატომ არ დაუწესდა ტარიფები რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას

ტრამპი

თეთრმა სახლმა ტრამპის გადაწყვეტილება, არ დაეწესებინა უნივერსალური ტარიფები ოთხ სახელმწიფოზე: რუსეთზე, ჩრდილოეთ კორეაზე, კუბასა და ბელარუსზე - ამერიკულ მედიასთან განმარტა.

როგორც თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა The Hill-ს განუცხადა: "ოთხი ქვეყანა არ ექვემდებარება საპასუხო ტარიფების აღმასრულებელ ბრძანებას, რადგან მათ წინაშე უკვე დგას ექსტრემალურად მაღალი ტარიფები და შემოღებული და მოქმედი სანქციები უკვე ზღუდავს მნიშვნელოვან ვაჭრობას ამ ქვეყნებთან".

ოფიციალურმა პირმა მედიასთან ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა უკვე განაცხადა რუსეთისთვის უფრო ძლიერი სანქციების დაწესების შესახებ, რაც უნივერსალური ტარიფებიდან მოსკოვის გამოტოვებას ბუნებრივს ხდის.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა 3 აპრილს 180 ქვეყანას საბაზისო 10%-იანი იმპორტის ტარიფები დაუწესა. 180 ქვეყნიდან ზოგიერთმა გაცილებით მაღალი, ტრამპის განმარტებით, "საპასუხო" გადასახადები შეეხოთ. მათ შორისაა ჩინეთი, ვიეტნამი, ტაივანი, იაპონია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, შვეიცარია, ინდონეზია, მალაიზია, კამბოჯა და ევროკავშირი.

გასულ თვეს ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ განიხილავს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებასაც, რაც მოსკოვს მოლაპარაკებების მაგიდასთან მოიყვანდა, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით. საპასუხოდ რამდენიმე კვირაში რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის შეთანხმების სანაცვლოდ, აშშ-სგან ზოგიერთი სანქციის შერბილებას ელის.

რა საიმპორტო ტარიფები დაუწესა ტრამპმა 180 ქვეყანას - სრული სია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები