მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თეთრი სიის" ერთიანად გაუქმება სექტორში ლიკვიდურობის მნიშვნელოვან კრიზისს შექმნის - ირაკლი გიორგობიანი

ირაკლი გიორგობიანი

"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გიორგობიანი მიიჩნევს, რომ „თეთრი სია“ ერთიანად არ უნდა გაუქმდეს.

„მისი ერთიანად გაუქმება სექტორში ლიკვიდურობის მნიშვნელოვან კრიზისს შექმნის“, - განაცხადა მან.

ირაკლი გიორგობიანს მიაჩნია, რომ „თეთრი სიის“ მოდიფიცირება უნდა მოხდეს და არა მისი მთლიანად გაუქმება.

„თეთრი სია იმ ფორმით, როგორც არის, ამაში კერძო სექტორიც და სახელმწიფოც თანხმდება, რომ გარკვეულ რეფორმას საჭიროებს. რაც შეეხება თეთრი სიის ერთიანად გაუქმებას ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება და ჩვენი შეფასებით, ლიკვიდურობის მნიშვნელოვან კრიზისს შექმნის სექტორში.

აქედან გამომდინარე, ჩვენი ასოციაციიდან ინიციირებული იქნა რამდენიმე ინიციატივა, რომელიც გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს, რათა მიეცეს კომპანიებს ადაპტირების საშუალება და "თეთრი სიის" უფრო მოდიფიცირება, რეფორმა მოხდეს და არა მისი ერთიანად გაუქმება“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს, „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებელ კომპანიებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ერთ ერთი მთავარი განსახილველი საკითხი თეთრი სიის გაუქმება იყო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რევაზ სოხაძემ განაცხადა, „თეთრი სიიდან გამომდინარე პრეფერენციებმა საკმაოდ მავნე პრაქტიკა შეიძინა, ამიტომ აღნიშნული საკითხი საავანსო გადახდებთან დაკავშირებით უნდა გაუქმდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები