მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეთრი სიის რეფორმირებაზე მივედით საბოლოო გადაწყვეტამდე - რევაზ სოხაძე

რევაზ სოხაძე

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას "ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ თქვა, რომ თეთრ სიაში არსებულ კომპანიებთან მიმართებით, გადაწყვეტილბა უკვე მიღებულია. საუბარია ამ სიაში მყოფი კომპანიებისთვის ავანსის გარანტიის მოთხოვნის ზღვრის 50%-დან მომდევნო წელს 60%-მდე გაზრდაზე, რაც შემდგომ წლებში 80%-მდე გაიზრდება.

რევაზ სოხაძის თქმით, ავანსების სისტემა არაერთ შემთხვევაში თანხების არამართლზომიერად განკარგვის რისკებს ქმნიდა.

"იცით, რომ დავიწყეთ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციები, ეგრეთ წოდებული თეთრი სიის მექანიზმის გაჯანსაღების შესახებ და საბოლოოდ უკვე მივედით საბოლოო გადაწყვეტამდე. ეს მექანიზმი თავდაპირველად ბიზნესის წასახალისებლად შეიქმნა. თუმცა, დროთა განმავლობაში გადაიქცა სისტემად, რომელიც ცალკეულ კომპანიებს არასამართლიან უპირატესობას აძლევდა. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კომპანიებმა მიიღეს საავანსო თანხა და ეს თანხები სხვა მიზანს მოახმარეს და არა იმ კონკრეტულ პროექტს, რომლის მიზნობრიობითაც გაიცემოდა კონკრეტული ავანსი.

დღეს უკვე შევჯერდით თეთრი სიის ახალ მოდელზე, რომლის თანახმადაც, იცით თეთრი სიის პრინციპი, რომ ავანსის 50%-ის უზრუნველყოფას ახდენს კომპანია საბანკო გარანტიით და დღეს რადიკალურად ამ წესის შეცვლა გამოიწვევდა კომპანიებში, ვინც დღეს ოპერირებს ჩვენს სისტემაში, სერიოზულ კრიზისს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საავანსო გარანტია ეტაპობრივად გაიზრდება. 2026 წელს ის იქნება 60%, 2027 წელს 70%, 2028 წელს 80%, ხოლო 2029 წლიდან ამოქმედდება გადამუშავებული მოდელი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს კრიტერიუმებს თეთრ სიაში მოხვედრისთვის და შესაბამისი პრეფერენციებისთვის. დღეს და არსებული მოდელით ძალიან მარტივი და ადვილი იყო თეთრ სიაში მოხვედრა, ორი წარმატებული, მიუხედავად პროექტის ზომისა, წარმატებული პროექტის შემთხვევაში შესაძლებელი იყო კომპანია, ესა თუ ის კომპანია თეთრ სიაში მოხვედრილიყო. ამ ცვლილებების მიზანია სახელმწიფო რისკების შემცირება, ხარისხზე ორიენტაციის გაძლიერება და სამართლიანი კონკურენციის პირობების შექმნა სამშენებლო სექტორში,"- განაცხადა ინტერპელაციისას რევაზ სოხაძემ.

კომპანიებს 2026 წლიდან სახელმწიფო კონტრაქტის ავანსის 60%-ის საბანკო გარანტიის წარდგენა მოუწევთ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები