მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების განაჩენია” - იურისტი

სს

იურისტ ლევან ალაფიშვილის მოსაზრებით, თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების განაჩენია.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, "რუსული კალკით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას უპირებდნენ გაჩერებას, თუმცა ეს უკვე ბევრი წელია ვერავინ შეძლო.

"თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ორმაგად მნიშვნელოვანია: საქართველოს სასამართლოებს ამ/ასეთ დავებზე გაუჭირდებათ თეთრზე შავის თქმა, ეს ერთი და თუ მაინც იტყვიან, სტრასბურგის სასამართლო სწორედ თეთრიწყაროს სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას მიუთითებს არგუმენტაციაში, ეს მეორე.

მოკლედ, თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება არის განაჩენი საპარლამენტო არჩევნებისაც და საქართველოს სასამართლო სისტემისაც.

რუსული კალკით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას უპირებდნენ გაჩერებას. არადა ვერ ისწავლეს რომ 30 წელი საიას გაჩერება ვერავინ შეძლო.

UPTADE/განახლება: გორის რაიონულ სასამართლოსაც დაუკმაყოფილებია დამკვირვებელი ორგანიზაციის სარჩელი. მოსამართლე "საიელია", ამაყი ვარ 30 წლის წინანდელი ამბით, დაგვეფუძნებინა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ნახევარ საუკუნეს გადაცილებულ "საიელს" მეიმედებით და მიხარიხართ საიელებო", - წერს ლევან ალაფიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები