მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თეთრმა სახლმა ირანს ომის დასასრულებლად 15-პუნქტიანი გეგმა გადასცა

როგორ მოქმედებს ტრამპის ახალი სავიზო რეჟიმი ხელოვნების სფეროზე ამერიკაში?

ამერიკული გამოცემა The New York Times-ის ცნობით, ამერიკულმა მხარემ ირანს ომის დასასრულებლად სპეციალური 15-პუნქტიანი გეგმა, პაკისტანის შუამავლობით, უკვე გაუგზავნა. დეტალები უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ დიპლომატიურ პროცესში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი მონაწილეობენ.

როგორც გამოცემა იუწყება, შეთანხმების მთავარი პრიორიტეტი კვლავ ირანის ბირთვული პროგრამის სრულყოფილი შეჩერება და ატომური იარაღის შექმნაზე უარის თქმაა, რაზეც თეირანს არაერთგვაროვანი პოზიცია აქვს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ვაშინგტონი და თეირანი მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში იმყოფებიან. თავად ირანის ისლამური რესპუბლიკა კი ვაშინგტონთან პირდაპირ კონტაქტს ოფიციალურად უარყოფს.

მოლაპარაკებების პარალელურად, ოპერაცია “ეპიკური მრისხანება” კვლავ გრძელდება, პენტაგონი კი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3,000 სამხედროს გადასროლას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები