მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეთრწყაროში წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს - პროექტის ღირებულება 75 მლნ ლარია

63a01b00c4c68
BM.GE
19.12.22 22:00
485
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თეთრიწყაროსა და მიმდებარე 15 სოფელში 75 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოებს აწარმოებს.

კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ მოადგილესთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან და თეთრიწყაროს მერთან, გიორგი წიკლაურთან ერთად მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულა.

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა, სატუმბი სადგურის, წყალმომარაგების ქსელისა და ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ არსებულ რეზერვუარსა და სათავე ნაგებობას.

თეთრწყაროსა და მიმდებარე სოფლებში ფიზიკური სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია. 2023 წელს წყალი სოფლებში ეტაპობრივად გაეშვება. პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, 2023 წლის ბოლოს სრულდება და 15 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები