მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თევზის მწარმოებელი TOP-10 ქვეყანა - ბაზრის მიმოხილვა

თევზეული

თევზი წარმოება, რომელიც თევზჭრისა და აკვაკულტურის მიმართულებებს აერთიანებს, ზღვის პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში კრიტიკულ როლს ასრულებს, თუმცა ინდუსტრიაზე დაკვირვება არც ისეთი ფართომასშტაბიანია, როგორც მომიჯნავე სფეროებში.

ბოლო ხელმისაწვდომი სტატისტიკით, თევზის გლობალურმა წარმოებამ 2023 წელს 186.6 მილიონ ტონას მიაღწია, რაც 2022 წლის 184.4-მილიონიან მაჩვენებელთან შედარებით, მცირედი ზრდაა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის თანახმად, სექტორში აკვაკულტურის წილი თევზსაჭერებისას აღემატება; მათი კონტრიბუცია, სრულ წარმოებაში 59%-ია.

ამასთან, არსებული პროგნოზით, 2032 წლისთვის წყლის ცხოველთა პროდუქტების წარმოება 10%-ით, 205 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რასაც აკვაკულტურის ექსპანსია და თევზსაჭერების აღდგენა განაპირობებს.

გთავაზობთ თევზის მწარმოებელი TOP-10 ქვეყნის რეიტინგს, ბოლოს ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და 2025 წლის პროგნოზების მიხედვით.

ქვეყანა სრული წარმოება (მლნ ტონა) აკვაკულტურა (მლნ ტონა) თევზსაჭერები (მლნ ტონა)
ჩინეთი 88.6 75.4 13.2
ინდონეზია 24.85 16.87 8
ინდოეთი 16.24 12.12 4.12
ვიეტნამი 8.2 6.5 1.7
პერუ 6.7 0.14 6.56
რუსეთი 5.3 0.35 4.95
აშშ 4.3 0.45 3.87
ბანგლადეში 4.5 3.0 1.5
ნორვეგია 4.2 3.8 0.4
ფილიპინები 4.0 2.3 1.7

აღსანიშნავია, მეთევზეობის სექტორში მსოფლიო მასშტაბით 61.8 მილიონი ადამიანია დასაქმებული, სამუშაო ადგილების 85% აზიაზე მოდის. 2022 წელს ზღვის პროდუქტებით გლობალურმა ვაჭრობამ $195 მილიარდს მიაღწია, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებმა კი ვაჭრობით $45 მილიარდი გამოიმუშავეს. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ვიეტნამი და ინდოეთი, ეკონომიკური ზრდისა და სურსათის უსაფრთხოებისთვის, მეთევზეობაზე არიან დამოკიდებულნი, ხოლო ფილიპინებსა და ბანგლადეშში მცირე მასშტაბის მეთევზეობა მილიონობით ადამიანის საარსებო წყაროს უზრუნველყოფს.

გლობალური თევზის წარმოებაში 75%-იანი წილით აზია დომინირებს. მას მოჰყვებიან ევროპა და ლათინური ამერიკა 8-8%-იანი წილებით.

2032 წლისთვის მოსალოდნელია, რომ გლობალურად თევზის მოხმარება, ერთ სულ მოსახლეზე, 21.3 კგ-ს მიაღწევს, რაც 2022 წელთან შედარებით 12%-ით მეტია. ტექნოლოგიური მიღწევები, როგორებიცაა ავტომატიზებული კვების სისტემები და გენეტიკური გაუმჯობესება, აკვაკულტურის ზრდას შეუწყობს ხელს. თუმცა კლიმატის ცვლილება, ჭარბი თევზჭერა და რესურსების შეზღუდვა რისკებს აჩენს. ქვეყნებმა მდგრადი განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკა უნდა გაატარონ, როგორც ეს FAO-ს 2024 წლის ანგარიშშია ასახული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები