პიტერ დრაკერს თამამად შეიძლება ვუწოდოთ თანამედროვე მენეჯმენტის მამა. ის არის ძალიან წარმატებული წიგნების ავტორი, მენეჯმენტის კონსულტანტი, ლექტორი. ამ ადამიანმა შეიმუშავა მენეჯმენტის მრავალი კონცეფცია რომელიც დღეს ფართოდაა გამოყენებული მსოფლიოში. ის მსოფლიო, რომელსაც ბოლო 3 წელიწადია კოვიდან მოყოლებული ვიდრე დღემდე განსაკუთებულად უჭირს პროგნოზი , განჭვრეტა, დაგეგმვა, ყველაფერი ის რაც გაცილებით იოლად მიღწევადი იყო ადრეულ წლებში. და იცით, 2005 წელს 95 წლის ასაკში გარდაცვლილი პიტერ ფერდინანდ დრაკერი რას ამბობს ასეთ შემტხვევებზე : საუკეთესო საშუალება განჭვრიტო მომავალი არის თავად შექმნა ის.