მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

The Guardian-მა საქართველო 2020 წლის საუკეთესო დიზაინის მქონე სამოგზაურო მიმართულებად დაასახელა

5e2aab8599f87
ნათია თაქთაქიშვილი
24.01.20 17:54
1206
გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა საქართველო 2020 წლის საუკეთესო დიზაინის მქონე სამოგზაურო მიმართულებად დაასახელა. ტურისტულ სიაში საქართველო ისეთი ცნობილი ქვეყნების გვერდით მოხვდა, როგორიც არის მარაკეში (მაროკო), კამპალა (უგანდა), ლოს–ანჯელესი (აშშ), ბრიუსელი (ბელგია), გლასგო (შოტლანდია), ტოკიო (იაპონია), ციურიხი (შვეიცარია).

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს დედაქალაქმა "ახალი ბერლინის" სახელწოდების მოპოვება უკვე შეძლო, რადგან ქალაქი გამოირჩევა საკუთარი ხელოვნებით, მოდის პატარა, მაგრამ საინტერესო ინდუსტრიით და მიწისქვეშა საკლუბო მუსიკით.

"ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე ქვეყანა გამოირჩევა მრავალფეროვანი სტილით, რომლის დაბრუნებაც ქვეყანამ შეძლო საბჭოთა ოკუპაციის დამთავრების შემდეგ. ქალაქში შეხვდებით ნამდვილად კრეატულ შემოქმედებს, რომლებიც ნებისმიერ მასალაზე მუშაობენ და საინტერესო ნაშრომებს ქმნიან.

შემოქმედებითობა იგრძნობა იმ ადგილების და კულტურული სივრცეების დიზაინშიც, რომელიც გვხვდება როგორც დედაქალაქში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. საბჭოთა კავშირის დროინდელ შენობებს შეუდარებელი იერსახე აქვთ მიცემული. დღეს ამ შენობებში, მაგალითად, საბჭოთა დროინდელ ქარხნებში, სტამბებში განთავსებულია კულტურული და გასართობი ადგილები. მისი ბრწყინვალე მაგალითია, კაფე "სტამბა", კლუბი "ბასიანი", "Rooms Hotel", "Fabrika".

საბჭოთა პერიოდის ქარხნებში ხშირად ექყობა pop-up გალერეები. ქალაქის ყველაზე ცნობილი ტექნო კლუბი "ბასიანი" განთავსებულია "დინამოს საფეხბურთო სტადიონის" ქვეშ. "Rooms Hotel" და კაფე "სტამბა" ხშირად მასპინძლობს ისეთ ცნობილ ღონისძიებას, როგორიც არის Tbilisi Fashion Week-ი", – წერს The Guardian–ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები