მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

The Guardian: მკვლევარების თქმით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეალური რიცხვი ოთხჯერ მაღალია

5ea15639415cc
ნათია თაქთაქიშვილი
23.04.20 23:40
1523
ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ჩინეთში COVID-19-ის გავრცელების პირველი ტალღის შედეგად, ქვეყანაში ოფიციალურად აღრიცხული 55 000 ინფიცირებულის ნაცვლად, 232 000 ინფიცირებული იყო. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

20 თებერვლისთვის ჩინეთში ახალი კორონავირუსის 55 000 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, თუმცა ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ეს რიცხვი არ ითვალისწინებდა COVID-19-ის მსუბუქ შემთხვევებს და იმ ინფიცირებულებს, რომლებიც ქალაქ უხანთან არ იყვნენ კავშირში.

კვლევის მიხედვით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულის განმარტება შვიდჯერ შეიცვალა. პირველი რამდენიმე განმარტება არ მოიცავდა COVID-19-ის მსუბუქ გამოვლინებებს და მათ, ვინც უკვე დაფიქსირებული შემთხვევის კონტაქტი არ იყო.

23 აპრილის მონაცემებით, ჩინეთში ოფიციალურად კორონავირუსით ინფიცირების 82 798 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 4 632 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 77 207 ინფიცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები