მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

The Guardian: UEFA-ს პრეზიდენტის პოსტზე ჩეფერინი შესაძლოა ლევან კობიაშვილმა შეცვალოს

ჩეფერინი და კობიაშვილი

8 თებერვალს პარიზში გამართულ უეფას კონგრესზე ორგანიზაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა გამოაცხადა, რომ 2027 წელს გასამართ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

საინტერესოა ის, რომ უეფას დელეგატებმა პრეზიდენტობის ვადებთან დაკავშირებით წესები შეცვალეს და ჩეფერინს პოსტზე დარჩენა 2031 წლამდეც შეეძლო, რაც არ ისურვა.

ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს ინფორმაციას, თუ ვინ შეიძლება იყვნენ უეფას პრეზიდენტობის კანდიდატები, რომელთა შორისაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის სახელიც ფიგურირებს.

გამოცემის მიხედვით პრეზიდენტობის აშკარა კანდიდატი ძალიან ცოტაა, რომელთა შორისაცაა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფერნანდო გომესი, რომელიც 2027 წლისთვის უკვე 75 წლის იქნება და მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში აირჩევენ მმართველის თანამდებობაზე.

გაიჟღერა ფიფას საბჭოს წევრის, რუმინელი რაზვან ბურლეანუს სახელმაც, რომელიც უფრო ახალგაზრდული ვარიანტია, თუმცა საკითხავია ეყოფა თუ არა მსგავსი გამოწვევის მისაღებად კომპეტენცია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს, რომელიც 2023 წელს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრადაც აირჩიეს, ალექსანდრ ჩეფერინთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს და ამ კავშირმა შესაძლოა გადაწყვეტილების მიღებაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს.

შეგახსენებთ, რომ სლოვენიელმა ალექსანდრ ჩეფერინმა 2016 წელს უეფას პრეზიდენტის პოსტზე მიშელ პლატინი შეცვალა, მეორე ვადით ის 2019 წელს, ხოლო მესამე ვადით კი 2023 წელს აირჩიეს. ხმის მიცემის პროცესში პრეზიდენტს უეფას წევრი ქვეყნები ირჩევენ, რომელთაგან თითოეულს თითო ხმა აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები