მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

The Hollywood Reporter: "ჯოკერი" რეკორდს ამყარებს

5d9af1a824d01
მიხეილ ხაჩიძე
08.10.19 00:02
1849

ტოდ ფილიპსის ახალი ფილმი „ჯოკერი“ „ოსკარის“ მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა. 44 წლის ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით გადაღებული დრამა, შემოდგომაზე სამ მთავარ კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები.


პირველად ფილმი ვენეციის კინოფესტივალზე გაუშვეს. 4 ოქტომბრიდან კი, მისი ჩვენებები უკვე აშშ-სა და კანადაში დაიწყო. The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, ფილმმა ყველა რეკორდს გადააჭარბა და გაყიდვების 93,5-მილიონ დოლარიანი მონაცემი დააფიქსირა; მსგავსი მაჩვენებელი აქამდე ოქტომბრის პრემიერებზე არცერთ ჰოლივუდურ ფილმს არ ჰქონია.



ფილმი კომიკ არტურ ფლეკზე გვიყვება, რომელსაც დედა ასწავლიდა, მუდამ გაეცინა ყველასთვის. ცხოვრებისეული სირთულეები კი, მას ჯოკერად გადააქცევს. ფილმში ასევე რობერტ დენირო მონაწილეობს. 



ხოაკინ ფენიქსსს პერსონაჟის განსახიერებისთვის წონაში დაკლებაც დასჭირდა - ტოდ ფილიპსის ფილმში თამაშისთვის  მსახიობმა 15 კილო დაიკლო.



აღსანიშნავია, რომ ხოაკინ ფენიქსი ოსკარზე სამჯერ იყო ნომინირებული.


 
ცნობისათვის,  ფილმის პრემიერა ევროპულ ქვეყნებში 10 ოქტომბერს არის დაგეგმილი.    

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები