მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„The Luxury Collection” უმაღლესი კლასის სასტუმრო, „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა

21 ნოემბერს თბილისის ცენტრში გახსნილი, "მარიოტის" უმაღლესი კლასის Luxury Collection-ის ბრენდის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა, რომელიც სტუმრების მიღებას უკვე ამ კვირიდან შეუდგება. გიორგი ტოგონიძემ, რომელიც წლებია მარიოტის საერთაშორისო ქსელის ნაწილი იყო, დააარსა საკუთარი კომპანია პარტნიორებთან ერთად, ამ კომპანიას სასტუმროების მართვის კომპანია ჰქვია, რომელიც "მარიოტ ინთერნეშენელის" მიერაც არის ლიცენზირებული, რისი დასტურიც გახლავთ რომ „პარაგრაფ თბილისი“ მარიოტის საერთაშორისო ქსელის, პირველი Luxury Collection ბრენდის, სასტუმროა. „პარაგრაფ თბილისის“ ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ინვესტორი ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტორების ფონდია. ახალგახსნილი სასტუმრო მოიცავს 220 ნომერს, 5 რესტორანს, სამ სართულზე განთავსებულია უმაღლესი კატეგორიის სპა, მაღალტექნოლოგიური შეხვედრებისა და საკონფერენციო სივრცეები. „პარაგრაფ თბილისში“ და „პარაგრაფ შეკვეთილში“ ჯამურად დასაქმებულთა რაოდენობა 900 ადამიანს აჭარბებს.

➡გიორგი ტოგონიძე - სასტუმროების მართვის კომპანიის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;

➡გიორგი ისაკაძე - BMG, გენერალური პროდიუსერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები