მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TI-იმ მესტიის მერიაში სავარაუდო ნეპოტიზმის ქსელი აღმოაჩინა

მაიზერ ჯაფარიძე
30.05.24 11:48
1123

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მესტიის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლითა და საჯარო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში ნეპოტიზმის ქსელის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას.

TI-ის თანახმად, ამ თანამდებობის პირთა შორისაა პარლამენტის წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე, მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი და მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე, მაიზერ ჯაფარიძე, რომელიც თავად არის ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილი.

"ქვემოთ წარმოდგენილი შემთხვევები აუცილებლად არ გულისხმობს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება კონკურსის წესის გვერდის ავლით ან მისი დარღვევით მოხდა და მიზნად არ ისახავს კონკრეტული პირების პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენებას, თუმცა ერთი მუნიციპალიტეტის საჯარო უწყებებში დასაქმებულთა შორის გამოვლენილი ნათესაური კავშირების სიმრავლე აჩენს ეჭვებს ნეპოტიზმთან დაკავშირებით.

ნეპოტიზმი საჯარო სამსახურში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით მუნიციპალურ იურიდიულ პირებში, სადაც დასაქმების არსებული პრაქტიკა, საჯარო მოხელთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, კონკურის გამოცხადების ვალდებულებას არ ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ როგორც თანამდებობის პირების, საჯარო მოხელეების, ასევე მუნიციპალური იურიდიული პირების თანამშრომელთა შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მათი კომპეტენცია, გამოცდილება და კეთილსინდისიერება იყოს,"- ნათქვამია TI საქართველოს მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები