მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტიბეტში დამანგრეველ მიწისძვრას 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა

მიწისძვრა

ჩინეთის ავტონომიურ რეგიონში, ტიბეტში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.

Reuters-ი ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ სულ მცირე 95 ადამიანი დაიღუპა, 130 კი დაშავდა 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად.

ძლიერი მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე მოხდა ტინგრის რაიონში, ნეპალთან საზღვრის მახლობლად.

აშშ-ის გეოლოგიური მომსახურების ცენტრის შეფასებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები