თიბისი ბანკი 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უვადო, დამატებით პირველადი კაპიტალის ობლიგაციებს გამოუშვებს. აღნიშნულ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან თითქმის ორჯერ მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. წლიური საპროცენტო განაკვეთი 10,75 %-ით განისაზღვრა. ეს იქნება მსგავსი ტიპის ყველაზე დიდი ემისია კავკასიის რეგიონში, ყველაზე დაბალი წლიური საპროცენტო განაკვეთით. ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 3 ივლისს განთავსდება. გარდა ამისა, დაგეგმილია ობლიგაციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებაც.


































