მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი" აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო ერთი წლის წინ - ვახტანგ ბუცხრიკიძე

5e998a67a2585
ვიქტორია მღებრიშვილი
17.04.20 20:50
12134
"კრიზისის დაძლევის შემდგომ, ვფიქრობთ, გაცილებით დიდი შესაძლებლობები უჩნდება „თიბისი ბანკს“, - განაცხადა "თიბისის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ BMG-ს გადაცემა „ანალიტიკაში“ COVID-19-ის გავლენასა და პოსტკრიზისულ პერიოდში ბანკის ფუნქციონირების გაგრძელების შესახებ საუბრისას. 

„თიბისი აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო მაგალითად ერთი წლის წინ“, - ამბობს ბანკის გენერალური დირექტორი და დასძენს რომ წლების განმავლობაში, მათ მიერ ბანკის ციფრულ სერვისებზე აქცენტირებამ, კრიზისულ პერიოდში გარკვეული კომფორტი შეუქმნათ.

„2 000 ადამიანი მუშაობს უკვე სახლებიდან და მათი ნაწილი გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე 1-2 თვის წინ იყო, აქედან გამომდინარე ბევრი ცვლილება იქნება ამის შემდეგ.

კარგია ის, რომ ჩვენ 5-7 წელია აქცენტს ვაკეთებდით სივრცულ პროდუქტებზე. მაგალითად, ამ კრიზისის დაწყებამდე ჩვენი ტრანზაქციების 90% ისედაც იყო არაფილიალებში, მხოლოდ 7% იყო ფილიალებში. ძალიან დაგვეხმარა ამ კრიზისის დროს ის, რომ ჩვენი მომხმარებელები ფილიალების მისვლის გარეშე ნებისმიერ ოპერაციას ასრულებენ. ამაზე ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაკეთებთ აქცენტს“, - აცხადებს „თიბისის“ გენერალური დირექტორი.

მისი თქმით, "თიბისი" ბანკი უკვე მუშაობს იმ სტრატეგიაზე, თუ როგორი უნდა იყოს ბანკი პანდემიის გადავლის შემდეგ.

„ვირუსის გავრცელების შემდეგ პირველი რაც გავაკეთეთ, ეს იყო ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მეორე - უზრუნველვყავით ჩვენი სისტემების სტაბილურობა და დღეს ვფიქრობთ იმ სტრატეგიაზე, როგორები უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ პასუხები გავცეთ კრიზისის დაძლევის მერე. მე მჯერა, რომ "თიბისი" სრულიად განსხვავებული იქნება ამის დაძლევის შემდეგ.

ადამიანები, რომლებსაც შიში აქვთ ხვალ რა იქნება, ამას ვერ გააკეთებენ. დაახლოებით, 10 დღის წინ, ჩვენ განვუცხადეთ თანამშრომლებს რომ 2020 წლის განმავლობაში არც ერთი მათგანი სამსახურს არ დაკარგავდა. ეს ფაქტი ანიჭებთ მათ სიმშვიდეს და სტაბილურობას, რომლის არსებობის შემთხვევაში ჩვენ გაცილებით მეტის გაკეთება შეგვიძლია, როგორც წელს, ასევე მომავალ წლებში. შესაბამისად, კრიზისის დაძლევის შემდგომ, ვფიქრობთ, გაცილებით დიდი შესაძლებლობები უჩნდება „თიბისი ბანკს“, - აღნიშნა ბუცხრიკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები